Belive

რამოსი პოსტს იწონებს - "რეალი ლეგენდებს ასე არ უნდა ექცეოდეს..."

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი" და სერხიო რამოსი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან. ესპანელ კაპიტანს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შეეძლება. ამ ფაქტმა "ლოს ბლანკოსის" გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ "რეალი" რამოსის მსგავს ღირსეულ ფეხბურთელებს მეტად უნდა აფასებდეს. ზემოხსენებულის მსგავს პოსტს Instagram-ის პირადი გვერდის საშუალებით თავად სერხიო რამოსი "ლაიქით" გამოეხმაურა. გთავაზობთ პოსტს: "რეალი" უკვე დარწმუნებულია, რომ რამოსი ზაფხულში მიდის. კლუბი ლეგენდებს სწორედ ასე ექცევა. გულდასაწყვეტია". იმ შემთხვევაში, თუ რამოსი ესპანეთის დედაქალაქის დატოვებას მართლაც გადაწყვეტს, დიდად სავარაუდოა, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება. აღნიშნულ ცნობებს ინგლისური გაზეთები ავრცელებენ.

სხვა სტატიები