Belive

,,100-პროცენტიანი პენალტია, მაგრამ პირველი მატჩის გათვალისწინებით, საერთოდ სიგიჟეა!'' - გერმანელი მსაჯი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილი გერმანელი მსაჯი, მანუელ გრეფე, ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის მატჩში ჟუან პინიეირუს მსაჯობას გამოეხმაურა.

გრეფეს აზრით, პორტუგალიელ არბიტრს რეკორდმაისტერის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი აუცულებლად უნდა დაენიშნა (საუბარია ეპიზოდზე, როცა ვიტინიას მიერ საკუთარი საჯარიმოდან მოგერიებული ბურთი ჟოაო ნევეშს ხელში მოხვდა):

,,ბოდიში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უბრალოდ სასაცილოა... ხელი ბურთის ტრაექტორიას ემთხვევა, მხრის სიმაღლეზე სრულიად გაშლილია და თანაც მას შემდეგ, რაც ბურთი ამოიტანეს. ეს ისედაც 100-პროცენტიანი პენალტია, მაგრამ პირველი მატჩის გათვალისწინებით, საერთოდ სიგიჟეა!

ეს არის პენალტი და ყოველთვის პენალტი უნდა იყოს! წესები მსაჯთა კორპუსის ფუნქციონერებისთვის კი არა, ფეხბურთისთვისაა შექმნილი. ფეხბურთელებსა და ფეხბურთს აქ პენალტი სურთ და ეს სამართლიანიცაა! აქ ეს ყველაფერი სავსებით მკაფიოდ ემთხვევა მთავარ სახელმძღვანელო წესებს! UEFA/FIFA-ს სპეციალური განმარტებები მხოლოდ მეორეხარისხოვანი პუნქტებია! ისინი, რა თქმა უნდა, ხელის ბუნებრივ მდგომარეობას ეყრდნობა, მაგრამ არა იმას, რომ ვინმემ განზრახ აწიოს ხელი მაღლა...

თავის დროზე, კუკურელიას ეპიზოდშიც, ერთადერთი ექსპერტი ვიყავი, რომელიც ამბობდა, რომ ეს ნამდვილად დასასჯელი ქმედება იყო, თვეების შემდეგ კი უეფამ ეს აღიარა... აქაც ასე იქნება.'' - მანუელ გრეფე

პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები