Belive

10-ქულიანი შეფასება - ვენეციის მეკარემ რომასთან 15 სეივი შეასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურში ,,რომამ'' ,,ვენეციას'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სტუმარი გუნდის მეკარემ, ნიკი მაენპამ, რომელმაც მეტოქის დარტყმა 15-ჯერ მოიგერია. ვებგვერდმა SofaScore-მა ფინელი მეკარის თამაში 10 ქულით შეაფასა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. SofaScore-ის ცნობით,  2019 წლის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ლიგაში 15-ზე მეტი სეივი არცერთ მეკარეს არ შეუსრულებია. ,,რომამ'' დღეს ,,ვენეციის'' კარის მიმართულებით სულ 46-ჯერ დაარტყა, რაც 2019 წლის შემდეგ ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. 1 ქულის მოპოვების მიუხედავად, ,,ვენეცია'' სერია ა-დან სერია ბ-ში დაქვეითდა.


სხვა სტატიები