Belive

10 წელი და 10 კლუბი რომლებმაც ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი გამოიმუშავეს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
10. "ლივერპული" - 691.47 მილიონი ევრო "მერსისაიდელთა" მთავარი ტრანსფერი ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა გახლდათ. ბრაზილიელში გადახდილმა თანხამ საგრძნობლად გააძლიერა კლოპის გუნდი. სხვადასხვა დროს გუნდმა ასევე გაუშვა ლუის სუარესი , კრისტიან ბენტეკე, ჯორდან აიბი და ა.შ
9. "პორტო" - 717.03 მილიონი ევრო პორტუგალიელები ერთ-ერთი გამორჩეულები არიან გაყიდვების მხრივ. სხვადასხვა დროს გუნდმა რადამელ ფალკაო, ხამეს როდრიგესი, ედერ მილიტაო და ჯექსონ მარტინესი საკმაოდ დიდ თანხად გაყიდა.
2
8. მადრიდის "რეალი" - 723 მილიონი ევრო "სამეფო კლუბმა" ბოლო 10 წელიწადში საკმაოდ დიდი შემოსავალი ნახა. "რეალმა" დი მარია, მესუთ ოზილი, გონსალო იგუაინი და კრიშტიანუ რონალდუ საკმაოდ სარფიანად გაყიდა.
7. "რომა" - 745 მილიონი ევრო  რომაელებმაც საკმაო რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს. ლუკა პელეგრინი, კოსტას მანლოასი, მოჰამედ სალაჰი და სხვები საკმაოდ დიდ თანხად გაიყიდნენ.
6. "ბარსელონა"  748 მილიონი ევრო კატალონიელებმა ნეიმარი, ცესკ ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი, პაულინიო, იერი მინა, მალკოლმი და სხვები საკმაოდ დიდ თანხად გაყიდეს.
5. "იუვენტუსი" - 806 მილიონი ევრო ტურინელებიც გამოირჩევიან გაყიდვებით. "იუვენტუსს" საკმაოდ დიდი შემოსავალი პოგბას გაყიდვამ მოუტანა.
4. "ჩელსი" - 820 მილიონი ევრო "ჩელსიდან" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მიდის. ედენ აზარი, დავიდ ლუიზი, ალვარო მორატა, რომელუ ლუკაკუ, ტიბო კურტუა, ხუან მატა და ა.შ ამ ფეხბურთელებიდან "არისტოკრატებმა" ძალიან დიდი ფინანსური მოგება ნახეს.
3. მადრიდის "ატლეტიკო" - 878 მილიონი ევრო "როხიბლანკო" ამ მხრივ გამორჩეულია. არაერთ ფეხბურთელს დაუტოვებია "ატლეტიკო", რის შედეგადაც გუნდმა ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო.
2. "მონაკო" - 894 მილიონი ევრო ფრანგებმა საოცარი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოეს. ენტონი მარსიალი, კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა და ა.შ ამ ფეხბურთელებით გუნდმა ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი ნახა.
1. "ბენფიკა" - 909 მილიონი ევრო ამ მხრივ პორტუგალიური კლუბი საუკეთესოა. წლების მანძილზე გუნდმა უამრავი ფეხბურთელი გაყიდა. ყველაზე სარფიანად კი ჟოაო ფელიქსი გაიყიდა.

სხვა სტატიები