Belive

10 000 ქომაგი უდინეში და სტადიონის გავსება - როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" 33-წლიანი პაუზის დასრულების და ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებისთვის იტალიის სერია A-ს დარჩენილ 6 ტურში ერთადერთი ქულის მოპოვება სჭირდება.

შემდეგი ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს "უდინეზეს" წინააღმდეგ, სტუმრად ელოდება და სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, უდიდესია იმის ალბათობა, რომ "ნაპოლი" ჩემპიონი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდეს.

იმის ფონზე, რომ "სალერნიტანასთან" საშინაო მატჩი "ნაპოლიმ" ვერ მოიგო და ზეიმისთვის მომზადებული პირველი ტალღა გადაიდო, გულშემატკივრები ჩემპიონობის აღსანიშნად გაორმაგებული ძალებით ემზადებიან.

კონკრეტულად, ნეაპოლელებს რამდენიმე გეგმა აქვთ, მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ უდინეში გამგზავრებას 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი გეგმავს, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენციაზე კი დაადასტურა, რომ საშინაო სტადიონზე მატჩის ჩვენება გაიმართება და ბილეთები სიმბოლურ ფას, 5 ევროდ გაიყიდება. რაც შეეხება შემოსულ თანხას, ის საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდისა და "უდინეზეს" მატჩი 4 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები