დღეს, კოპა დელ რეიზე, 2021 წლის ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა.
ესპანეთის მე-3 ლიგის კლუბმა "ალკოიანომ" თასზე შინ "რეალი" მიიღო და დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვა.
გუნდმა, რომლის სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 2 მილიონია, მადრიდელთა ბარიერი დაძლია.
"ალკოიანომ" "რეალის" დამარცხება დღეს კი მოახერხა, მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ, ესპანელებმა "საბურთალოს" ვერ მოუგეს.
2020 წლის თებერვალში თბილისელები ესპანეთში შეკრებას გადიოდნენ, სადაც "საბურთალომ" "ალკოიანოს" მარტივად აჯობა - 3:1.
"საბურთალო" 3:1 "ალკოიანო" (მიმოხილვა)