ოფიციალურად: ოზან კაბაკი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
2 წლის წინ
ევრო 2024
1 წთ
თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს ოზან კაბაკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კაბაკმა იტალია-თურქეთის ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ თამაში საკაცით დატოვა და მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჰოსპიტალში მისი გამოკვლევები დასრულდა.
შემოწმების შედეგად, ოზანს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და 24 წლის მცველი ტრავმის სიმძიმის გამო თურქეთის ევრო2024-ის გაფართოებული შემადგენლობიდან მოხსნეს.
საქართველო ჯგუფის პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.