Belive

ზესტაფონის და დინამოს ყოფილი მცველი პორტუში გადადის 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" და "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელი რენე ფერეირა სანტოსი შესაძლოა "პორტუში" გადავიდეს. ინფორმაციას პორტუგალიური სპორტული გამოცემა ojogo.pt-ი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბრაზილიელი უკანახაზელის თამაშით უშუალოდ "დრაკონების" მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაუ მოიხიბლა. 28 წლის მცველი ამჟამად "მარიტიმუს" ღირსებას იცავს და სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში, 10 ივნისს პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ (0:1) თავი დამაჯერებლად წარმოაჩინა, რის მერეც ის ტურნირის თვის საუკეთესო მცველად დასახელდა და მის მიმართ ინტერესი გაჩნდა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი 2013-15 წლებში "ზესტაფონის" მაისურით თამაშობდა, შემდეგი ორი სეზონი კი "დინამოში" გაატარა და 64 შეხვედრაში 3 გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები