Belive

უკრაინიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი, ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველმა დონეცკის "შახტარის" 17 და 19-წლამდე გუნდებში ითამაშა, შემდეგ კი "ბეტისის" სარეზერვო გუნდის წევრიც გახლდათ. ასევე, ლიტვური "რიგასის" და ბელგიური "ლომელის" შემადგენლობაში თამაშობდა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცის" მაისურს ირგებდა.  

სხვა სტატიები