Belive

ტორპედო ძლიერდება: ქუთაისელებმა 6 გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს. იმ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჰქონდა, კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ დაპირება გასცა, რომ ქუთაისური გუნდი 2022 წლის სეზონისთვის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, ვიდრე ეს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ძველი დიდების დაბრუნების გზაზე, "ტორპედო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი ახალი მოთამაშეებით შეივსო. "ტორპედოდან" ლეგიონერები, სამუელ ინკუმი, ალიკ მუდიმუ, ფადი ზიდანი, მეჰდი ბოუკასი და დმიტრი რეკიში, ასევე, ლევან შოვნაძე, ოლეგ მამასახლისი, ლუკა ქაფიანიძე, ლაშა ჩალაძე, ოთარ კვერნაძე და თევდორე გრიგალავშვილი წავიდნენ. რაც შეეხება ახალწვეულებს, გუნდში ეროვნულ ლიგაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილების მქონე 6 ფეხბურთელი დაიმატეს, რომელთაგან ორს "ტორპედოში" აქამდეც უთამაშია. ქუთაისელებს აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი კუხიანიძე, გიული მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე და ირაკლი ბუღრიძე შეუერთდათ. 2021 წლის სეზონში ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია დაიკავეს, პლეი-აუტში კი ორმატჩიან დუელში მარტვილის "მერანს" - 3:2 სძლია და რანგით უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.  

სხვა სტატიები