Belive

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტრაგიკულ ვითარებაში დაღუპული "საბურთალოს" ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს, მცხეთის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურამ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღკვეათა მიესაჯა. მოსამართლემ გაამტყუნა ზ.ხ და ა.ქ, რომლებიც შაქარაშვილის გარდაცვალების დროს არასრულწლოვნები იყვნენ. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი.

სხვა სტატიები