Belive

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​​საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონტრაქტი გუნდსა და გიული მანჯგალაძეს, მალხაზ გაგოშიძეს, გიორგი ნიქაბაძეს, ლაშა შინდაგორიძეს, ვაკო თევდორაძესა და ავსტრიელ ლეგიონერ, ლუკაშ გროცურეკმა დატოვა. სტეფან დენკოვიჩი 2022 წლის სეზონისთვის, გია გეგუჩაძის გუნდს დიდი ალბათობით გორის "დილადან" ირაკლი ბიძინაშვილი და "დინამო თბილისიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული მილან რადინი უნდა დაიმატოს, ასევე გუნდს მონტენეგროელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი შეუერთდება. 2021 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში, "დინამო ბათუმმა" 36 ტურში დაგროვებული 75 ქულით და ისტორიაში პირველი ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. 2022 წელს ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვლენ.

სხვა სტატიები