Belive

როდის, სად და რომელი მატჩით გაიხსნება სეზონი? - ეროვნული ლიგის კალენდარი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ ტრადიციულად, ჩემპიონატს ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ჩემპიონი გუნდების, შესაბამისად, "დინამო ბათუმისა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება გახსნის. შეხვედრა 26 თებერვალს, "ბათუმი არენაზე" გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება პირველი ტურის კალენდარს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:
საინტერესოა, რომ მეორე ტურშივე მოქმედი და ვიცე-ჩემპიონები, ბოლო წლების ორი საუკეთესო ქართული გუნდი, თბილისის და ბათუმის "დინამო" ერთმანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ასევე ბათუმში, "ბათუმი არენაზე", 5 მარტს გაიმართება. ჩემპიონატის საწყისი 11 ტურის კალენდარი ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ იხილოთ.  

სხვა სტატიები