Belive

რა ბედი ელის ბათუმის სტადიონის გახსნას? - ამირან გამყრელიძის განცხადება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბათუმში სემინარი ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გამყრელიძემ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია 12 სექტემბერს, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნას ვერ შეაფერხებს. "რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით იქნებიან ადამიანები. ალბათ ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბათუმის ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 490 895 ლარი დაჯდა და რომელიც 20 000 გულშემატკივარს იტევს, 12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრით - ბათუმისა და თბილისის "დინამოების" მატჩით უნდა გაიხსნას. სტადიონზე სპორტის გარდა, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება.

გაიგეთ მეტი ბათუმის სტადიონის შესახებ

სხვა სტატიები