Belive

ოფიციალურად: ლოკომოტივი - დინამოს შეხვედრა გადაიდო 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩვენს მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამო თბილისს" შორის გადაიდო. ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩის გუქმების შესახებ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. როგორც მოგახსენეთ, "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბის ორ წარმომადგენელს რიკარდო დე ვივოს და ლაშა ჭაღიაშვილს კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, უდიდესი ალბათობით, შეხვედრის გადადების მიზეზიც ეს გახლავთ. "18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო" დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება", წერს Eliga.ge. 12 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივს" 19, ხოლო "დინამოს" 22 ქულა აქვს და შესაბამისად მეხუთე და მესამე პოზიციებს იკავებენ. ფოტო: თბილისის ლოკომოტივი

სხვა სტატიები