Belive

ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბათუმის "დინამომ" 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. "ზესტაფონის", "ცხინვალის", "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს", ბოლნისის "სიონის" და "ბალმაზუივაროშის" ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის "შახტიორში" თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა დიასამიძესთან ერთად თამაშობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ტრავმის გამო მოედანზე აღარ გასულა. მან კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით რაც შეეხება საქართველოს, ის ბოლოს "საბურთალოს" ღირსებას იცავდა და ეროვნული ლიგის მოგებაც იზეიმა. ეს აჭარული კლუბისთვის 2021 წელს მე-13 ახალი ფეხბურთელია. აქამდე, "დინამომ" გაგი მარგველაშვილი, ლაზარე კუპატაძე, ლუკაშ გროცურეკი, ოლეკსანდრ აზაცკი, ვამარა სანოგო, გიორგი ზარია, რაფაელ ჩუკვურა, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ფანცულაია, ირაკლი აზაროვი და ლევან მჭედლიძე დაიმატა.

სხვა სტატიები