Belive

ნაცნობი სახეები ტორპედოში - ქუთაისურ კლუბში ძველი ლიდერები ბრუნდებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ქუთაისის "ტორპედოში" სასიკეთო ცვლილებებია. რამდენიმე დღის წინ, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ გუნდს ახალი სპონსორი გამოუჩნდა, კომპანია "ნიუ ვიჟენის" სახით, რომელიც ყველა ფინანსურ დავალიანებას გაისტუმრებდა და გუნდს განვითარებასა და ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარებოდა, ახლა კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმერულ გუნდს ყოფილი ფეხბურთელები უბრუნდებიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდნენ. საუბარი როინ კვასხვაძეზე და მათე ცინცაძეზეა. ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდში "დინამო თბილისიდან" ახლახანს წასული მეკარე და ამჟამად უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველი დაბრუნდებიან. ჯერჯერობით, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ "ტორპედო" ვარჯიშობს, ამხანაგურ მატჩებს გეგმავს და ეროვნული ლიგის სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება. საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, "ტორპედოს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში, მერვე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ქუთაისელები 9 აგვისტოს, "თელავთან" გამართავს.

სხვა სტატიები