Belive

ნაპოლის დირექტორმა დაადასტურა: კვარაცხელიას ტრანსფერზე ვმუშაობთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​​იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო გიუნტოლიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"ის არის ბიჭი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით, ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იგი "ნაპოლიში" მოვიყვანოთ, მაგრამ მაინც უნდა ველოდოთ, სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი უნდა მომწიფდეს, იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ის ერთ-ერთი პირველია სიაში, მას აქვს სწორი პარამეტრები "ნაპოლიში" სათამაშოდ, ჩვენ ვეცდებით მის აქ მოყვანას", - თქვა კრისტიანო გიუნტოლიმ.
ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ტრანსფერი იტალიურ გრანდში ივლისის თვეში უნდა განხორციელდეს.

სხვა სტატიები