Belive

"მას ნდობა სჭირდება, ეს ვალენსიასთვის კარგი ტრანსფერია " - ჩისკომ Marca-ს მამარდაშვილის შესახებ ესაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა "ვალენსიას" ახალწვეულის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ მთავარ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან, Marca-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"უოტფორდის" ესპანელმა სპეციალისტმა, თავისი ყოფილი გუნდის ასევე ყოფილი მეკარის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველ გოლკიპერის განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. "მამარდაშვილს კარგი მონაცემები აქვს, თუმცა მას სათამაშო დრო უნდა მისცე. ის ძალიან საინტერესო მეკარეა და მას უნდა ენდო. მას შეიძლება ჰქონდეს წარმოუდგენელი პროგრესი, ეს "ვალენსიასთვის" კარგი ტრანსფერია. ის რეაგირებას ძალიან სწრაფად ახერხებს და მას ძალიან კარგი რეფლექსები აქვს", - თქვა 40 წლის ესპანელმა Marca-სთან საუბრისას.
ჩისკო მუნიოსი "დინამო თბილისს" 2019 წელს სრულად და 2020 წლის მეორე ნახევარში წვრთნიდა და საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა ორჯერ მოახერხა. მან "დინამოს" 27 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც მისმა გუნდმა 18 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა. 20 წლის კარის დარაჯს "დინამოში" მისი ყოფნის დროს არ უთამაშია, რადგან ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" იყო განათხოვრებული. ჩისკო მუნიოსი პროფესიონალურ კარიერას სწორედ "ვალენსიაში" იწყებდა, რომლის მთავარ გუნდშიც 59 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები