Belive

"მალის შეცდომა ახალგაზრდული მომენტი იყო, მას ყველაფერი წინ აქვს" - გიორგი ჭიაბრშვილმა დებიუტანტის თამაში შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეროვნული ლიგა 20-დღიანი პაუზის შემდეგ, მე-11 ტურის შეხვედრით განახლდა, რომელშიც "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" - 4:1 სძლია. მატჩის დასრულების შემდეგ, Live.ge თბილისური კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა და შეხვედრის შეფასება სთხოვა. "ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, ეპიზოდური თამაში იყო. როგორი ანგარიშითაც მატჩი დასრულდა, ისეთი თამაში ნამდვილად არ ყოფილა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე თამაში შევძელით", - ამბობს ჭიაბრიშვილი. 40 წლის სპეციალისტს სანდრო კობახიძის შესახებაც ვკითხეთ, ვისაც არასასურველი სათამაშო ფორმის გამო წინა შეხვედრებში არ ენდობოდა, "ჩიხურასთან" კი 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. "მე კობახიძის კლასი და გამოცდილება ეჭვქვეშ არასდროს არ დამიყენებია, რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩის წინ კიდევ 1 კვირაა და იმედია ის ფორმაში შევა", - თქვა ჭიაბრიშვილმა. 8 სექტემბერს საქართველოს მთავარ და ახალგაზრდულ ნაკრებებში იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომელმაც პროფესიონალური კარიერა სწორედ "ლოკოს" თავკაცის ხელში დაიწყეს. მათ შორის იყო ნიკოლოზ მალი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. "მალი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მას წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს და შეუძლია, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი გახდეს. ის შეცდომა, რომელიც დაუშვა, ახალგაზრდული მომენტია, თანაც ის თავისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ მდგარა. ეს იყო რისკი, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა გასწია და ეს რისკიც იმას ემსახურება, რომ მალი განვითარდეს და ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი შეემატოს", - თქვა ჭიაბრიშვილმა. ფოტო: ს.კ საბურთალო.

სხვა სტატიები