Belive

ლევან კუტალია ჰაპოელში - ელიგის ბომბარდირი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ებრაული პრესა წერს, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს. "დინამო თბილისის" ყოფილი თავდამსხმელის გვარი თელ-ავივის "ჰაპოელს" დაუკავშირეს. one.co.il-ის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი ფორვარდი უახლოეს პერიოდში ისრაელში იქნება, სადაც ოფიციალურ მხარეს მოაგვარებს და კონტრაქტს ხელს მოაწერს. კუტალია სხვადასხვა დროს ქობულეთის "შუქურაში", მარტვილის "მერანში", "ზუგდიდში", "ოდიშში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში" თამაშობდა. იგი 2020 წელს ყაზახურ "ირტიშში" ჩაირიცხა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს კლუბი გაკოტრდა და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. "ჰაპოელი" 13-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, 16-ჯერ თასის და 5-ჯერ სუპერთასის გამარჯვებული გახდა, რამდენიმე დღის წინ დასრულებულ სეზონში კი მეხუთე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები