Belive

ლევან კორღალიძე საბურთალოს ტოვებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობის გადამოწმება ჩვენ კლუბის წარმომადგენლებთან ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის და ოფიციალური ხასიათის სიახლეს რამდენიმე საათში შევიტყობთ. უშუალოდ ლევან კორღალიძეს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება კორღალიძემ ეროვნული ლიგის მერვე ტურის დასრულების შემდეგ მიიღო, რომელშიც მისმა გუნდმა ქობულეთის "შუქურასთან" ფრე - 2:2 ითამაშა. მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურში, "დინამო თბილისთან" დრამატული შეხვედრის წაგების (3:4) შემდეგ, 41 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო, უსამართლოდ დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემდა და "საბურთალოს" დატოვებას არ გამორიცხავდა.
თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავკაცმა თანაქალაქური კლუბი 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "საბურთალომ" წინა სეზონი ეროვნულ ლიგაში მეხუთე ადგილზე დაასრულა, მიმდინარე გათამაშებაში კი 8 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები