Belive

ლა ლიგის პირველი ტური: გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2021/22 წლების სეზონის ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში, "ვალენსია" "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ლა ლიგის პირველი ტურის საწყის მატჩში "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. 20 წლის ქართველი კიპერი მადრიდულ კლუბის წინააღმდეგ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა, რითაც ისტორიაში მეოთხე ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, 20-წლიანი პაუზის და გიორგი დემეტრაძის შემდეგ კი მათ შორის პირველი, რომელიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა. გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე წლის ივლისში "დინამო თბილისიდან" "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა და თავდაპირველად მეორე გუნდის მეკარედ განიხილებოდა, მთავარ გუნდთან ვარჯიშის პერსპექტივით, თუმცა წინასასეზონო მომზადების პერიოდში მან საწვრთნელი პროცესის დროს თავი კარგად წარმოაჩინა და ესპანური კლუბის 4 შეხვედრაში ითამაშა, აქედან სამში სრულად და ამდენჯერვე კარის მშრალად შენახვა მოახერხა.


 

სხვა სტატიები