Belive

კახა ჩხეტიანი: "სამტრედია კარგი გუნდია და მარტივ გამარჯვებას არ ველოდით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორი მოუგებელი ტურის შემდეგ, "სამტრედიასთან" მარტივი გამარჯვება (4:0) "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა. "გახარებული ვარ გამარჯვებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასეთ მარტივ გამარჯვებას ველოდით, რადგან "სამტრედია" კარგი გუნდია, შეიძლება დამარცხდნენ ან ფრე ითამაშონ, მაგრამ მათ საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი შემადგენლობა ჰყავთ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მე ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი, რადგანაც მათ ყველაფერი გაიღეს, რომ ეს მატჩი მოგვეგო და გარდა შედეგისა, თამაშის ხარისხიც ცუდი არ გვქონია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი და სამუშაოც ბევრია, იმედი მაქვს ბიჭებთან ერთად, ამ ხარვეზებს აღმოვფხვრით.  ჩვენ ახალი გუნდი ვართ და სრულფასოვნად შესათამაშებლად დრო მაინც გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ეს მცირე ჩავარდნა სწორედ ამის ბრალი იყო. სხვა მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, სწრაფად დავასრულეთ ეს მოუგებელი სერია და შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ", - თქვა ჩხეტიანმა.

სხვა სტატიები