Belive

გიორგი კუცია: "ბავშვობის ოცნება ამიხდა, უბედნიერესი ვარ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებს მორიგი დებიუტანტი ჰყავს. ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერ ნახევარმცველს გიორგი კუციას უხმო. "დინამო თბილისის" აღზრდილ ფეხბურთელს, რომელმაც წინა წელს ახალგაზრდულ გუნდშიც წარმატებულად ითამაშა, Live.ge დაუკავშირდა და ახალი გამოწვევისა და საკლუბო კარიერის შესახებ ესაუბრა. "საქართველოს ნაკრებში გამოძახება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მათ შორის ჩემი, ეროვნულ გუნდში გამოძახებასა და თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. რასაც ახლა ვგრძნობ, იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და ეს ჩემთვის გამოცდილება იქნება. იმედი მაქვს, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში თამაშის შანსიც მომეცემა.  ერთა ლიგაში მარტივი შეხვედრები არ გველოდება, რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ მოედანზე აუცილებლად პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და ყველა შეხვედრაში 3 ქულა უნდა ავიღოთ.  რაც შეეხება "დინამო თბილისს", "ტირანასთან" მარცხის შემდეგ ბევრი კრიტიკა მივიღეთ, მაგრამ ვეცდებით ამან ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ის მატჩი უკვე დავივიწყეთ, ახლა ახალი ეტაპისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს მალე უფრო ძლიერები დავბრუნდებით როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროპის ლიგაზე", - თქვა 20 წლის ფეხბურთელმა. მიმდინარე სეზონში, კუციამ "დინამოს" მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები