Belive

ეროვნული ლიგა: XXX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური არამხოლოდ სათამაშო კვირის, თვის ან წრის, მთლიანად, სეზონის რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრით გამოდგა დასამახსოვრებელი. ერთმანეთს სატურნირო ცხრილში ერთმანეთის უშუალო და გამოკვეთილი კონკურენტები დაუპირისპირდნენ და საჩემპიონო, ევროსარბიელისთვის თუ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, პოტენციურად გადამწყვეტი შეედგებიც კი დააფიქსირეს.
საუკეთესო ათეულში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ერთმანეთს "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა გუნდებმა ფრედ ითამაშეს, რაც ხელს უფრო მეტად აჭარლებს აძლევთ. იმერეთში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გოლები ნიკოლა პრელჩეცმა და ზურაბ მუსელიანმა გაიტანეს.
გუნდები, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში დარჩენა თითქმის გარანტირებული აქვთ, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც გაუჭირდებათ და შეიძლება ითქვას, თითქმის უმოტივაციოდ იმყოფებიან, წყალტუბოს "სამგურალი" და "თელავი" არიან. ისინი ერთმანეთს იმერეთში შეხვდნენ და იქ ერთადერთი, კახელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი ირაკლი რუხაძემ გაიტანა, რითაც ერთმანეთს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, ამრიგად, დასავლეთელები 36 ქულით მეექვსე, ხოლო აღმოსავლეთელები 35-ით მეხუთე პოზიციას იკავებენ.
გასავარდნ ზონაში მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" სამეულისთვის მებრძოლ "საბურთალოს" უმასპინძლა და საკუთარი მიზნის შესასრულებლად საჭირო 1 ქულა მოიპოვა. ქუთაისურ-თბილისური დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ამ დუელში გოლები თორნიკე ახვლედიანმა და დაჩი ცნობილაძემ გაიტანეს.
ტურის, წრის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა ბათუმში, ახალ სტადიონზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "დინამოები" დაუპირისპირდნენ. თბილისელთაგან ანგარიში ნბარნს ოსეიმ გახსნა, საბოლოო ანგარიში - 1:1 კი ბათუმელთა ლიდერმა, ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა და თავის გუნდს საჩემპიონო რბოლაში 7-ქულიანი უპირატესობა შეუნარჩუნა.
ტურის დასკვნითი და სენსაციურად დასრულებული შეხვედრა საგურამოში გაიმართა, რომელშიც "ლოკომოტივმა" უშუალო კონკურენტ გორის "დილას" უმასპინძლა და 0:4 წააგო. გორელთაგან, რომლებმაც "რკინიგზელებთან" უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს, გოლები ირაკლი ბიძინაშვილმა, ალეფ სანტოსმა, თორნიკე კაპანაძემ და პაატა ღუდუშაურმა გაიტანეს.

No description available.

30-ე ტურის შედეგები

სატურნირო მდგომარეობა 30 ტურის დასრულების შემდეგ

ფეხბურთელების ინდივიდუალური სტატისტიკა 30 ტურის დასრულების შემდეგ

30-ე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.  მეკარე: ბექა ქურდაძე ("სამტრედია"). მცველები: ნიკოლოზ მალი ("საბურთალო") ფაბიან სპორქსლედე, ("დინამო თბილისი"), ალეფ სანტოსი ("დილა"), ირაკლი აზაროვი ("დინამო ბათუმი"). "ნახევარმცველები" დაჩი ცნობილაძე ("საბურთალო"), ">ჯაბა ჯიღური ("დინამო თბილისი"),"ლევან ხრბარაძე ("დინამო თბილისი"). თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე ("დილა"), თორნიკე ახვლედიანი ("ტორპედო"), ირაკლი რუხაძე ("თელავი"). განლაგება: 4-3-3. მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო ("დილა").

სხვა სტატიები