Belive

ეროვნული ლიგა: IV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მეოთხე სათამაშო კვირაში პირველად მოხდა, რომ გათამაშებას სათავეში ახალი გუნდი ჩაუდგა - "დინამო თბილისი", მოქმედმა ჩემპიონმა საშინაო არენაზე აწ უკვე ყოფილ ლიდერ "ლოკომოტივს" 4 ბურთი შეუგდო, ისე რომ საკუთარ კარში ერთიც არ მიუღია. 2019 წლის ნოემბრის შემდეგ, ქუთაისის "ტორპედომ" 3 ქულა პირველად მოიპოვა და რა თქმა უნდა აღსანიშნავია დებიუტანტი "თელავის" შესანიშნავი თამაში და პირველი გამარჯვება. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ხუთ მატჩში 14 გოლი გავიდა, აქედან 6 სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა, ორჯერ კი გუნდებმა ავტო-გოლი გაუშვეს. საერთო ჯამში გასული ყველა გოლიდან, Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. 3. მიკოლა კოვტალიუკი (გორის "დილა") VS საჩხერის "ჩიხურა" 2. გიორგი ფანცულაია (ქუთაისის "ტორპედო") VS თბილისის "მერანი" 1. ლევან ნონიკაშვილი ("საბურთალო") VS ბათუმის "დინამო"

სხვა სტატიები