Belive

დინო ჰამზიჩი: "საქართველოს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე ნაკრებისთვის გადამწყვეტია და რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, საქართველოს მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი ექნება, 26 იანვარს ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემში შედგება და თბილსის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, Live.ge საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს ესაუბრა. როგორც ქუთაისის "ტორპედოს" გოლკიპერმა ჩვენთან საუბრისას თქვა, იგი ფუტსალის დიდი გულშემატკივარია, წარსულში მინი-ფეხბურთის სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობას იღებდა და თავისუფალ დროს ფეხბურთის ამ სახესხვაობით ამჟამადაც კავდება ხოლმე. საჩხერის "ჩიხურას" ყოფილმა გოლკიპერმა, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთე წელს ატარებს, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. პირველ რიგში, მაინტერესებს ფუტსალის სამყაროს რამდენად იცნობ და რა შეხება გაქვს სპორტის ამ სახეობასთან? პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ფუტსალი მომწონს და ზამთრის პერიოდში, როცა სამშობლოში ვბრუნდები ვბრუნდები, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, ხშირად, ვთამაშობ ხოლმე. ერთხელ, 20 წლის ასაკში, ფუტსალის პროფესიონალური გუნდის, "პარტიზანის" მეორე მეკარე ვიყავი, რომელიც სერბეთში, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა. არასოდეს დამავიწყდება, რომ ეს დიდი გამოცდილება იყო. ჩემი ბოსნიური კლუბის "სარაევოს" მაისურით მე ბევრი ფუტსალის ტურნირი ვითამაშე, რომელიც შობისა და ახალი წლის პერიოდში საჩვენებლად იმართებოდა და საოცარი იყო იქ გამარჯვება, განსაკუთრებით ბევრი გულშემატკივარი მოდის ამ ტურნირის საყურებლად და ეს არის გიჟური ატმოსფერო.
No description available.
No description available.
ბოსნიური ფუტსალის შესახებ რისი თქმა შეგიძლია? როგორი მდგომარეობაა სპორტის ამ სახეობაში შენს ქვეყანაში? ბოლო წლების განმავლობაში, ბოსნიაში ფუტსალმა დიდი პროგრესი განიცადა. კონკურენცია გაიზარდა საკლუბო დონეზეც, რაც სანაკრებო შედეგებშიც ჩანს. საქართველოს მსგავსად, ეს ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია. კარგია, რომ ტურნირზე მაღალი დონის მოთამაშეებით გამოვდივართ. ესპანეთთან პირველი თამაში ბოსნიის ნაკრებმა უფრო მეტად თავდაცვით სტილში ითამაშა, რადგანაც მეტოქის მიმართ განსაკუთრებული მოკრძალება და შიში არსებობდა, ვინაიდან ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო, ეს არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როცა ტურნირზე დებიუტანტი ხარ. ამ თამაშის წაგებას ველოდით, მაგრამ ისტორიაში პირველი გოლი გავიტანეთ და ამით ვამაყობთ.
საქართველოსა და ბოსნიას შორის ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი შედგება. როგორია შენი მოლოდინი?` ჩვენი ბოლო შანსი რაღაც ღირებულის გასაკეთებლად საქართველოს წინააღმდეგ მატჩია - მოგება გვჭირდება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო მატჩი ამხანაგური იქნება. საქართველოს ბევრი კარგი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავს, ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. ნებისმიერი შედეგი ნამდვილად გამიხარდება. უბრალოდ, გვქონდეს კარგი თამაშის მოლოდინი. რა თქმა უნდა, ორივე მეტოქე ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ეს მატჩი ორივესთვის ბევრს ნიშნავს. თუ საქართველო მოიგებს, ეს გამახარებს, რადგან ეს ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო თუ ბოსნია გაიმარჯვებს, ჩემი სამშობლოს წარმატებით ბედნიერი ვიქნები. ვნახოთ რა იქნება, იმედია კარგ შეხვედრას ვიხილავთ, დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს.

სხვა სტატიები