Belive

დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დინამო თბილისის ყოფილი ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ესპანელი ფეხბურთელი ინდოეთის რანგით უმაღლესი დივიზიონის ბინადარ კლუბში, "ოდიშაში" ითამაშებს, რომელთანაც 29 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მონხილმა "დინამო თბილისი" ივლისის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს "ნეფთჩისთან" დაპირისპირების წინ დატოვა, რადგან სამშობლოში ოჯახური მიზეზების გამო დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყო და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელთან ერთადაც ორჯერ ეროვნული ლიგა მოიგო, ემოციური წერილით დაემშვიდობა. მონხილმა საქართველოს 18-გზის ჩემპიონის მაისურით 68 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ვიქტორ მონხილი ინდოეთის ჩემპიონატში აქამდეც თამაშობდა და 2020 წელს "ეი ტი კისთან" ერთად ჩემპიონიც გახდა. "ოდიშამ" ინდოეთის ჩემპიონატის წინა სეზონში 12 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-11 პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები