Belive

ლა ლიგიდან ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისი ესპანელ თავდამსხმელს დაიმატებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს. Live.ge-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესპანელ თავდამსხმელს უახლოეს პერიოდში გაიფორმებს. კარლოს კასტრო, რომელიც დედაქალაქური კლუბის ინტერესებშია, ხიხონის "სპორტინგში", "ელჩეში", "მალიორკასა" და "ლუგოში" თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ლა ლიგაში 51 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. 25 წლის ფეხბურთელი ჩისკოს გუნდში მეორე ესპანელი იქნება - ზაფხულში "ლურჯ-თეთრებმა" ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი დაიბრუნეს.

სხვა სტატიები