Belive

დინამო ბათუმმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "დინამო ბათუმმა" ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილების მქონე თავდამსხმელი, ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 29 წლის ფორვარდი 2019 წლიდან მოყოლებული ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობს და სამი სხვადასხვა გუნდის მაისურის მორგება მოასწრო. ბოლოს იგი "ტობოლში" გამოდიოდა, რომელთან ერთადაც 2021 წლის სეზონში, ყაზახეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა. ლობჯანიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, 2021 წელს 4 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები