Belive

ჩისკო სამშობლოში ბრუნდება - დინამოს ყოფილ მწვრთნელს ლა ლიგა 2-ის კლუბი იწვევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ ლა ლიგა 2-ში დაქვეითებული "უესკას" ხელმძღვანელები გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მექსიკელი იგნასიო ამბრისის გათავისუფლების შემდეგ, ვაკანტურ პოზიციაზე პირველ რიგში სწორედ ჩისკოს განიხილავს. 41 წლის სპეციალისტი აქამდე ინგლისურ "უოტფორდში" მუშაობდა, სადაც 2020 წლის ბოლოს, მაშინ მივიდა როცა გუნდი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მეხუთე საფეხურზე იმყოფებოდა და პრემიერ ლიგაში დასაწინაურებელ პოზიციას 4 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, "ირმებმა" მეორე ადგილი დაიკავეს და ინგლისური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდნენ. აქ ჩისკომ სეზონი საშუალო შედეგებით დაიწყო, თუმცა 7 ტურის შემდეგ, მმართველებმა მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს. "უესკაში" იმედი აქვთ, რომ ჩისკო მათ კლუბშიც იგივეს გააკეთებს, რაც ლონდონელებთან ერთად მოახერხა და გუნდს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება. ამჟამად "უესკას", რომელიც ლა ლიგიდან 2020/21 წლების სეზონის შემდეგ დაქვეითდა, ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები