Belive

ბელგიის და ხორვატიის მოქმედი ჩემპიონები დინამო ბათუმის ფეხბურთელით ინტერესდებიან 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. აქამდე, კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "დინამო თბილისის" აკადემიის აძრდილი ფეხბურთელის დამატება "პაფოსს" სურდა, ახლა კი ირკვევა, რომ, მისი დამატებით ხორვატიის და ბელგიის ამჟამად საუკეთესო კლუბები ინტერესდებიან.
აზაროვით კვიპროსელების დაინტერესება ლოგიკურია. მაგრამ მას სხვა შემოთავაზებები გააჩნია, მაგალითად ბელგიაში „ბრიუგე“ იწვევს, ასევე ხორვატიაში ძალიან კარგი კლუბი ზაგრების „დინამო“, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე აზაროვს არ გავუშვებთ.  ჯოვინო ფლამარიონზეც კარგი შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ გუნდის გაძლიერება გვსურს და ამ ეტაპზე მის გაშვებაზე არ გვიფიქრია. ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდება. სიმართლე ესაა. ჩვენ ბათუმელი და ზოგადად, ქართველი გულშემატკივრის გახარება გვსურს", - განაცხადა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველნ არხთან საუბრისას.
"ბრიუგე" ბელგიის 17-გზის ჩემპიონია და ორი წელია საუკეთესოობას ვერავინ ვერ ეცილება, უკანასკნელი 6 სეზონიდან 4-ში კი ტიტულის დაუფლება მოახერხა. რაც შეეხება ზაგრების "დინამოს", ეს კლუბი ხორვატიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია და შიდა ჩემპიონატში წარმატებას 22-ჯერ მიაღწია. ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმს" 2021 წლის ზამთარში, ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 24 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 19 წლის მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და რუმინეთთან ისტორიაში პირველად მოგებულ შეხვედრაში (2:1) სრულადაც ითამაშა.

სხვა სტატიები