Belive

აზაროვს მილიონად აფასებენ - ეროვნული ლიგის ფასები განახლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული ლიგის სატრანსფერო ფასები განაახლა. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვია, რომლის სატრანსფერო ფასიც 1 მილიონ ევროს შეადგენს, მთლიანად ათეულში კი ყველაზე მეტი სწორედ მისი თანაგუნდელია. საუკეთესო ათეულში ბათუმელთაგან კიდევ 4 ფეხბურთელი, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯაბა ჯიღაური და ბენჟამინ ტეიდი იმყოფებიან, კიდევ ერთ, ოღონდ თბილისურ "დინამოს" აქ სამი წარმომადგენელი, ლევან ხარაბაძე, ზორან მარუშიჩი და საბა ხვადაგიანი ჰყავს. დარჩენილ ორ პოზიციას გორის "დილას" ფეხბურთელები, ლუკა გუგეშაშვილი და უსმანე კამარა იკავებენ. ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს ეროვნულ ლიგას 6 ისეთი ფეხბურთელი ჰაყვს, რომელთა ღირებულებაც ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება: 

სხვა სტატიები