Belive

Associated Press: უეფამ დინამოს აპელაცია არ დააკმაყოფილა - თბილისელებმა საარბიტრაჟო სასამართლო წააგეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე უეფას საარბიტრაჟო სასამართლომ "დინამო თბილისის" სარჩელი განიხილა და ქართული კლუბის აპელაცია არ დააკმაყოფილა. საქმე 2019 წლის ზაფხულის შემთხვევას ეხება, როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "გაბალას" წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" მოგებულ შეხვედრაში (3:0) გულშემატკივრების ნაწილის მიერ ნეონაცისტური ბანერის გამოფენის გამო დაისაჯა. "სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განაცხადა, რომ გულშემატკივრების მიერ რასისზმის გამომხატველი საქციელის შესახებ უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათმა მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს. უეფამ საქმე ანტიდისკრიმინაციული პარტნიორის Fare-ის მტკიცებულებების მიხედვით განიხილა, რომლის დელეგატიც თბილისში, აზერბაიჯანული კლუბის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაზე მუშაობდა.
"დინამოს" ქომაგებმა ტრიბუნაზე კლუბის ფერებში გაწყობილი დროშა გადმოფინეს, ნომრით "88", რომელიც ფართოდ იყო დაკავშირებული ნაცისტურ ლოზუნგთან, სადაც ეს ციფრები ნიშნავს "H" ანუ ანბანის მერვე ასო. დროშაზე ასევე გამოსახული იყო რიცხვი 19 მცირე ზომის ციფრებით და უფრო მცირე ზომის ასოებით ინგლისური ფრაზა "Old School".  კლუბის მტკიცებით, "1988 წლის ძველი სკოლა" იყო გუნდის გულშემატკივართა ჯგუფის სახელი და იგი არ ატარებდა ნაცისტური პროპაგანდის რაიმე ფორმას.  სამი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა "ბანერის მკაფიო და ობიექტური რასისტული მნიშვნელობა", - წერს ამერიკული გამოცემა Associated Press-ი.
"დინამო თბილისმა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის "ფეიენოორდს" (1:1) გულშემატკივრის გარეშე უმასპინძლა და 50 000 ევროს ოდენობის ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწია.

სხვა სტატიები