Belive

გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა - თელავმა და მერანმა ქულები გაიყვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური კახეთის ცენტრში, "თელავისა" და "მერანის" დაპირისპირებით გაიხსნა. თელავში, "კავკასიონი არენაზე" გამართულ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა. შეხვედრას გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ: მასპინძლებს 10 ქულა ჰქონდათ, მეხუთე ადგილს იკავებდნენ და ლიდერ გორის "დილას" 5-ით ჩამორჩებოდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, თბილისელები ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც ამ სეზონში შეხვედრა არ მოუგიათ და მარაგში მხოლოდ 3 ფრე და ცხრილში უკანასკნელი პოზიცია ჰქონდათ. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე უპირატესობას "თელავის" ფეხბურთელები დაეუფლნენ, ისინი ბურთსაც აკონტროლებდნენ, მეტოქის საჯარიმოსთან კომბინაციებსაც ათამაშებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. პირველ ნახევარში კახურ კლუბს გოლის გატანის 3 რეალური შანსი მიეცა, თუმცა სამუშიას, კოხრეიძეს და ჩუკვურას სიზუსტე დააკლდათ. სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა, პირიქით მასპინძლებმა მეტოქის კარზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს. რაც შეეხება "მერანს", ისინი საკუთარ შანსს კონტრ-შეტევებზე ელოდებოდნენ. მიუხედავად თელაველების აქტიურობისა, მეტოქის მცველები და მეკარე შეუვალი აღმოჩნდნენ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0. ამრიგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს: "თელავს" 11 ქულა და ჯერჯერობით მეხუთე პოზიცია, ხოლო "მერანს" 4 ქულა და ბოლო ადგილი აქვს. "თელავი": სანიკიძე - ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი - ჩაბრაძე, მიხეილ ბაშალეიშვილი (მოსიაშვილი, 69), ვარშანიძე (მოისწრაფიშვილი, 46), ჩუკვურა - რუხაძე, კოხრეიძე, სამუშია (კვასოვი, 60). (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. "მერანი": თევდორაძე - თევზაძე, ნუსუევი (კაკაშვილი, 60), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი - კახელიშვილი, შარიქაძე (ბოლქვაძე, 70), ვასაძე - გეწაძე - სარდალიშვილი (გაბისკირია, 77), გოგოლაშვილი. (4-3-1-2). მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია. გაფრთხილება: ანტონ თოლორდავა (12), მიშიკო სარდალიშვილი (12), მორის ნუსუევი (52), გიორგი კახელიშვილი (62), რაფაელ ჩუკვურა (73), გიორგი ვასაძე (78), რევაზ თევდორაძე (82). ფოტო: ს.კ თელავი

სხვა სტატიები