Belive

სამტრედიამ კარანტინის შემდეგ პირველად იმარჯვა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მეორე შეხვედრა თბილისში, "მიხეილ მესხი 2-ზე" შედგა და აქ ერთმანეთს დებიუტანტი "მერანი" და ელიტაში დაბრუნებული "სამტრედია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა. მატჩამდე, ორივე გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. მასპინძლებს - 3, ხოლო სტუმრებს 5 ქულა ჰქონდათ და შესაბამისად მეცხრე და მერვე პოზიცია ეკავათ. იმერლებს ბოლო სამი შეხვედრა არ მოეგოთ, დედაქალაქლებს კი ზედიზედ ორი მარცხი ჰქონდათ და კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ. მეექვსე ტურის შეხვედრამდე, "მერანს" ყველაზე ცოტა - 1 გოლი ჰქონდა გატანილი, რომელიც იაგო დეისაძის აქტივში ("ლოკომოტივთან") იყო. მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. საწყის წუთებში აქტიურმა მასპინძლებმა, დაწინაურება მერვე წუთზე, სტანდარტული მდგომარეობიდან შეძლეს. ბექა გაბისკირიას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავური დარტყმით ბექა გაბისკირიამ გადაგზავნა და თავის გუნდს პირველი ნახევარი მოაგებინა. მეორე ტაიმი კახა კაჭარავამ ცვლილებებით დაიწყო, რამაც შედეგი ძალიან მალე გამოიღო. 49-ე წუთზე, მოედანზე ახალშემოსულმა შოთა კერძევაძემ მეტოქის კარი საჯარიმოს გარედან ზუსტი და გამოზომილი დარტყმით აიღო. 5 წუთში სტუმრებმა წინ გასვლა და ამ გოლით მძიმე შეხვედრის მოგებაც შეძლეს. ეს მისია შეხვედრის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ფეხბურთელმა ნიჯატ ყურბანოვმა იკისრა, 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გუნდს მორიგი 3 ქულა მოუპოვა ამ გამარჯვებით, სამტრედიამ 8 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის, მეოთხე პოზიციამდე ამაღლდა. რაც შეეხება "მერანს", თბილისელებმა მიჯრით მესამე მატჩი დათმეს და 3 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე დარჩნენ. "მერანი": თევდორაძე - კახელიშვილი (დათუნაიშვილი, 48), ფოფხაძე (კ), თევზაძე, გაფრინდაშვილი - ვასაძე (მიქაბერიძე, 68), კაკაშვილი - მახარობლიძე, სარდალიშვილი, გაბისკირია - ნაჭყეპია (ხაბულიანი, 70). (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია. "სამტრედია": სეფიაშვილი (კ) - რუხაია, სამბუ, კილასონია, ფერეირა (კვირკვია, 46) - პავიშიჩი, მესიაჩენკო (კერძევაძე, 46) - ყურბანოვი, დისი (ქოჩლაძე, 90), ახალაძე - იმნაძე. (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა. გოლი: 1:0 ზურაბ თევზაძე (8), 1:1 შოთა კერძევაძე (49), 1:2 ნიჯატ ყურბანოვი (პენალტი, 54). გაფრთხილება: დაჩი ფოფხაძე (44), კახაბერ კაკაშვილი (53), გიორგი ახალაძე (90+3) მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

სხვა სტატიები