Belive

6 ახალი ფეხბურთელი სამგურალში - წყალტუბოელებმა ლოკომოტივიდან და თელავიდან წასულებიც დაიმატეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წყალტუბოს "სამგურალი" ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში "თელავიდან" წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე ლევან შოვნაძე, გორის "დილას" ცენტრალური მცველი და კაპიტანი, დავით მაისაშვილი და "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გეგი გეგუჩაძეც დაიმატეს. აქამდე, "სამგურალმა" ქობულეთის "შუქურას" ყოფილი ფეხბურთელი, ჯეფერსონ ჯერალდოს დამატებაც გამოაცხადა. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელიც ჰყავს - სოსო ფრუიძეს "თელავის" ყოფილი თავკაცი, გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. წყალტუბოს "სამგურალმა" 2021 წელს ეროვნულ ლიგაში 18-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და მე-7 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები