Belive

"3 თვეა ხელფასი არ აუღიათ, ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს აცხადებენ" - ტორპედოში ისევ პრობლემებია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა Facebook-ის გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმერულ კლუბში ისევ სერიოზული პრობლემებია. ქომაგთა პოსტიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელებს და სტაფის სხვა წევრებს კუთვნილი ანაზღაურება უკვე 3 თვეა არ მიუღიათ და ამის გამო, მოთამაშეებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს. "ტორპედოს" ფანები თავის მხრივ კლუბში ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.
"მესამე თვე დაიწყო, რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს. დღეს 3 საათზე იგეგმება შეხვედრა ქალაქის გუბერნატორთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ. ფაქტი კი ისაა, რომ იტალიელი ინვესტორები სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ გუნდს, ამ ადამიანებს არ უყვართ ფეხბურთი და მათ ხელში "ტორპედო" უბრალოდ განწირულია. მათ გარდა არიან დაინტერესებული პირები, ვინც იტალიელების წასვლის შემთხვევაში გუნდში მოვლენ. ამ ეტაპზე მარტო იმის თქმა შეგვიძლია, რომ საუბარია ქართველ ინვესტორებზე, რომლებსაც ძალიან სურთ "ტორპედოში" მოსვლა და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც აქვთ", - წერს "ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდი.
ბოლო პერიოდში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარმატებით თამაშს ვერ ახერხებს, მთლიანად მიმდინარე სეზონში კი 12 ტურში გამარჯვება არ მოუპოვებია და 7 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები