Belive

"ბრძოლა გრძელდება, მიზანი უცვლელია" - არჩილ ბერიძე სივასპორთან მარცხს ეხმაურება 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "დინამო ბათუმი" თურქულ "სივასპორთან" - 1:2 დამარცხდა, ქართული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადება გაავრცელა.
"ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის მიმართ გამოჩენილი მხურვალე მხარდაჭერისთვის, "დინამო ბათუმის" ქომაგების გეოგრაფიული არეალი ბოლო პერიოდში საკმაოდ გაფართოვდა და ჩვენი რეგიონის ფარგლებს გასცდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და გულითად მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს. მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მიზნები უცვლელია. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები "სივასპორთან" გასვლით შეხვედრაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ. ჩემთვის ამ პროექტის განხორციელების დაწყების დღიდან მთავარი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონობა იყო და იმედი მაქვს გულშემატკივართან ერთად ამ ოცნებასაც მალე ავიხდენთ. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დინამო ბათუმის ახალი ისტორიის წერას ერთად გავაგრძელებთ", - განაცხადა აჭარული კლუბის პრეზიდნეტმა.
საპასუხო შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "სივასპორს" შორის 12 აგვისტოს თურქეთის ქალაქ სივაში გაიმართება. იქამდე კი შავიზღვისპირელები 8 აგვისტოს, საშინაო კედლებში, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ეგიდით 'სამტყრედიას" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები