Belive

დუშან ტადიჩმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის ,,აიაქსის'' შემტევმა, დუშან ტადიჩმა, ერთ კალენდარულ წელს შესრულებული საგოლე გადაცემის რაოდენობით ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა. ერედივიზიონის მე-16 ტურში სერბმა ფეხბურთელმა 2021 წელს 37-ე ასისტი მიითვალა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდის ავტორი არგენტინელი ვარსკვლავი იყო, რომელმაც 2011 წელს თანაგუნდელებს 36-ჯერ გაატანინა. ტადიჩი ,,აიაქსში'' 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული გუნდის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 7 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები