Belive

ზედიზედ მეორედ | საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

25 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა ისე მოიგო, რომ სეტიც არ წაუგია. აღსანიშნავია, რომ ის ამ ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა.

საბალენკამ ფინალში ჩინელ ქინვენ ჟენგს მარტივად აჯობა (6-3 / 6-2). არინა, რომელიც ემოციური პრობლემების მოგვარების პროცესშია, სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, თუმცა ის ამ მომენტისთვის WTA-ის მეორე ნომრად რჩება.

შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში საბალენკა დომინირებდა. ბელარუს ჩოგბურთელს აქამდე ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი ჰქონდა მოგებული და ეს სწორედ მელბურნში, წინა წელს გააკეთა.

თამაშის გადამწყვეტი მომენტი იყო, როდესაც მეორე სეტის პირველ გეიმში ჟენგი 30-0 წინ გავიიდა, თუმცა ზედიზედ სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად, თავად მიიყვანა მეტოქე ბრეიკპოინტამდე. ბრეიკის შემდეგ საბალენკას საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

საბალენკა ყველაზე მეთოდურ და პროგრესირებად ქალ ჩოგბურთელად ითველბა, რადგან სტაბილურად ითამაშა ბოლო 6 დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში და აქედან 2 მისი გამარჯვებით დასრულდა.