Belive

"ყველაფერი არც ისე კარგად წარიმართა, როგორც მინდოდა" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალიდან გამოეთიშა. ბასილაშვილმა 2026 წელი ცუდად დაიწყო, ამ ამბავს სოციალურ ქსელში თავად ჩოგბურთელიც გამოეხმაურა.

ყველაფერი არც ისე კარგად წარიმართა, როგორც მინდოდა. სამწუხაროდ ცუდად გავხდი და ვერ შევძელი 100%-იანი მზადყოფნით ასპარეზობა, ამასთან ერთად ისეთ შორ მანძილზე მგზავრობა, როგორიც ავსტრალიაა განსაკუთრებით რთულია. ახლა აღდგენის პროცესში ვარ და მოუთმენლად ველოდები მონპელიესა და როტერდამის ტურნირების დაწყებას. - ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის ATP-ს 105-ე ნომერია. ქართველის მიერ ნახსენები მონპელიეს ტურნირი 2 თებერვალს იწყება და 8 თებერვალს მთავრდება, ხოლო როტერდამი 9 თებერვლიდან 15-მდე გაგრძელდება.

სხვა სტატიები