Belive

WTA Wuhan - მიმოხილვა (ვანგი-პუიგი;  ციბულკოვა-საბალენკა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ჩიან ვანგი VS მონიკა პუიგი

გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩინეთში, რომელიც 2014 წელს დაარსდა - WTA Wuhan. ¼-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ადგილობრივი, რეიტინგის 34-ე ნომერი ჩიან ვანგი და რეიტინგის 51-ე ნომერი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, პუერტო-რიკოელი მონიკა პუიგი დაუპირისპირდნენ. მონიკა პუიგის წინა მეტოქე მსოფლიოს მე-2 ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი გახლდათ, რომელსაც მარტივად 2 სეტში გაუმკლავდა - სავარაუდოდ, სწორედ ეს ახსენდებოდა დღეს ყველა მაყურებელს ვინც მისი დაპირისპირება იხილა, პირველ სეტში 4:0-ს იგებდა ჩინელი ჩოგბურთელი, შემდეგ პუიგმა მოახერხა და აღმოფხვრა 2-ბრეიკიანი უპირატესობა 4:3-ზე თვითონ აწვდიდა, თუმცა ისევ დათმო და სეტის საბოლოო ანგარიში 6:3 ვანგის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის განმავლობაში პუიგმა 2-ჯერ გამოიძახა მწვრთნელი კორტზე ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით და რჩევების მოსასმენად თუმცა შედეგი არცერთხელ არ მოჰყოლია. მეორე სეტში მონიკა პუიგმა პირველი გეიმის მოგების შემდეგ მიჯრით წააგო 6 გეიმი და ტურნირს დაემშვიდობა.  

დომინიკა ციბულკოვა VS არინა საბალენკა

  შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს ბელორუსი არინა საბალენკა, რომელსაც ბოლო 22 შეხვედრიდან 18 მოგებული აქვს. Wuhan-ის ტურნირის ¼-ფინალურ ეტაპზე საბალენკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი დომინიკა ციბულკოვა გახლდათ. თამაში საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 5 ბრეიკი შედგა, საიდანაც 3 არინა საბალენკამ შეასრულა და სეტი ანგარიშით - 7:5 მოიგო. მეორე სეტში ბელორუსმა ჩოგბურთელმა უფრო მცირე დროში 1-ბრეიკიანი უპირატესობით - 6:3 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები