Belive

WTA სინგაპური - ფინალი (მიმოხილვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი ქალთა ერთეულთა თანრიგში, რომელიც ყოველწლიურად სინგაპურში იმართება. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი სლოან სტივენსი და მე-7 საფეხურზე მყოფი ელინა სვიტოლინა დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ამერიკელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, თუმცა სულ მცირედით. პირველ სეტში სლოანმა ბრეიკის უპირატესობა საწყის გეიმებშივე მოიპოვა, რის შემდეგაც ელინამ 4 ბრეიკ-პოინტი გაანიავა და საბოლოოდ სეტი ამერიკელის გამარჯვებით, ანგარიშით - 6:3 დასრულდა. მეორე სეტში სვიტოლინა შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაც ანგარიშზეც აისახა - 2:6. მესამე და გადამწყვეტ სეტში სვიტოლინამ პირველი სამი გეიმი საკუთარ აქტივში ჩაწერა, შემდეგ ამერიკელმა თითქმის აღადგინა წონასწორობა, მაგრამ საბოლოოდ სვიტოლინამ კიდევ ორჯერ მოახერხა მეტოქის ჩამოწოდების მოგება და სინგაპურის ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ უკრაინელი ჩოგბურთელი გახდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3, 2:6, 2:6 ელინა სვიტოლინას სასარგებლოდ.  ამ გამარჯვებით სვიტოლინამ რეიტინგში 3 საფეხურით წინ წაიწია და მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი გახდა, სტივენსის პოზიცია კი უცვლელი დარჩა - იგი ისევ მე-6 ნომერია.

სხვა სტატიები