Belive

ვავრინკამ ამერიკიდან რუსეთში გადაინაცვლა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სტანისლას ვავრინკა Vs კარენ ხაჩანოვი

ამერიკის ღია პირველობის მე-3 რაუნდიდან გამოვარდნის შემდეგ შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ საკუთარი ძალების გამოცდა რუსეთში, კერძოდ სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე, გადაწყვიტა. პირველ რაუნდში მისი მეტოქე ალიაჟ ბედენე იყო, რომელსაც დაძაბულ ორთაბრძოლაში, 2 სეტში ანგარიშით - 7:5, 7:6(5) მოუგო. რაც შეეხება 1/8-ფინალურ დაპირისპირებას, ვავრინკას მეტოქე ძალიან კარგ ფორმაში მყოფი, კარენ ხაჩანოვი გახლდათ. მსოფლიო რეიტინგის 88-ე პოზიციაზე მყოფი შვეიცარიელი ჩოგბურთელი პირველი სეტის გადამწყვეტ მომენტში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, როდესაც იგი ანგარიშით 5:3-ზე სეტისთვის აწვდიდა ზედიზედ 3 გეიმი წააგო, მაგრამ ვერც ხაჩანოვმა მოიპოვა სეტისთვის მოწოდებული საკუთარი ჩამოწოდება და საბოლოოდ მაყურებელმა ტაი-ბრეიკი იხილა. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ტაი-ბრეიკის გამარჯვებული გამოცდილი შვეიცარიელი გამოდგა ანგარიშით 12:10 (!). რაც შეეხება მეორე სეტს, საკუთარ მოწოდებებზე ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობის შემდეგ შეხვედრა ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, როგორც ჩანს გუშინ ტაი-ბრეიკებში მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი კარენ ხაჩანოვის დღე არ იყო, მან 2-დან 2 ტაი-ბრეიკი წააგო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთის - 7:6(10), 7:6(5) სტენ ვავრინკას სასარგებლოდ.

სხვა სტატიები