Belive

US OPEN | გორგოძე გამოვარდა; ბოლქვაძე მეორე ეტაპზეა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, ქართველი ქალი ჩოგბურთელები, ეკო გორგოძე და მარიამ ბოლქვაძეც იღებენ, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი - ეკო გორგოძე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა. ეკოს მეტოქე იტალიელი ჩოგბურთელი, ლუკრეზია სტეფანინი გახლდათ, რომელთანაც 3-სეტში ანგარიშით - 3:6; 6:3; 6:0 დამარცხდა. რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, მან პირველი რაუნდი წარმატებით გაიარა - ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი, დარია სნიგური 3-სეტიან ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე US Open-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 150-ე საფეხურზე მყოფ ემმა რადუჩანუს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 26 აგვისტოს, თბილის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები