ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპზე, ქალთა ერთეულთა თანრიგში ასპარეზობას გამოეთიშა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი. დანიელმა ჩოგბურთელმა, რეიტინგის 36-ე ნომერ უკრაინელ ლესია ცურენკოსთან ყველასათვის გასაკვირად, მარტივად 2 სეტში 6:4, 6:2 წააგო.
ამ წაგებით კაროლინ ვოზნიაცკის არცერთი სარეიტინგო ქულა არ დააკლდება, ვინაიდან გასული წლის მსგავსად ამერიკის ღია პირველობას მეორე ეტაპზე გამოეთიშა.
რაც შეეხება ლესია ცურენკოს, მისი მომდევნო მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი, მსოფლიო რეიტინგის 54-ე ნომერი, 22 წლის კატერინა სინიაკოვა იქნება.
მატჩი პირველ სექტემბერს გაიმართება.
ელენა ოსტაპენკო
ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდი გადალახა ლატვიელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა ელენა ოსტაპენკომ. მან დრამატულ ბრძოლაში რეიტინგის 73-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ტაუნსედი 3 სეტში ანგარიშით - 6:4, 3:6, 4:6.
ოსტაპენკოს შემდეგი მეტოქე, ყველასათვის ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იქნება, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჯერჯერობით სეტის წაუგებლად ასპარეზობს.
მატჩი ოსტაპენკოსა და შარაპოვას შორის პირველ სექტემბერსაა ჩანიშნული.