Belive

უიმბლდონის კომპლექსი ფართოვდება

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ბრიტანეთის ჩოგბურთის კლუბი, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზეც "უიმბლდონის" ტურნირი ტარდება, ტერიტორიას აფართოვებს. მათ 30 ჰექტარი მიწა შეიძინეს, რომელიც კლუბის მეზობლად იყო განთავსებული. ბრიტანეთის ჩოგბურთის კლუბმა, აღნიშნულ მიწაში 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა და 21 დეკემბრიდან მათ საკუთრებაშიც გადავა, 2021 წლამდე აღნიშნული ტერიტორია ისევ გოლფის კლუბად იფუნქციონირებს, 2021 წლიდან კი კორტები გაშენდება და ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი სწორედ აქ გაიმართება. საინტერესოა გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ცვლილებების შეტანას ტურნირის ბადეში და დაემატებიან თუ არა მონაწილეები "უიმბლდონს"

სხვა სტატიები