Belive

უიმბლდონი 2022 | ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - უიმბლდონი აიღებს სტარტს.  უიმბლდონზე 2 ქართველი სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკო გორგოძე ასპარეზობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ვეტერანი ჩეხი - ლუკას როსოლი იქნება. ჩეხური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, საქართველოს #1 ჩოგანი ფრანგულ დაპირისპირებაში, ბენუა პერისა და კვენტინ ჰალისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და როსოლის მატჩი 27 ივნისს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ეკო გორგოძეს, ეკოს მეტოქე, მსოფლიოს 43-ე ნომერი, რუმინელი - ირინა ბეგუ იქნება. მატჩი 27 ივნისს 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები